რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის პროტესტი

28 იანვარი 2024, 20:05 377 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს განაგრძობენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უწყებამ გადაწყვიტა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაანგრიოს და ახალი ააშენოს.

აქციის მონაწილეები დღეს ითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებსაც, სადაც საუბარი იქნება შენობის ავარიულობაზე და მისი ახლით ჩანაცვლების აუცილებლობაზე. 

ექიმები იზიარებენ მხოლოდ იმ აზრს, რომ შენობის ფასადი და გაურემონტებელი ნაწილი უნდა გარემონტდეს, თუმცა შენობის მდგომარობაში ეჭვი არ ეპარებათ. ამის დასტურად ისინი 2018 წლის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას იშველიებენ.

ასევე საუბრობენ, რომ ორი წლის წინ საავადმყოფოს ხუთი სართული გარემონტდა და პედიატრიული განყოფილება თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა, რაშიც რამდენიმე მილიონი დახარჯა უწყებამ.

ამ საკითხებზე სასაუბროდ და კითხვებზე პასუხის მისაღებად აქციის მონაწილე ექიმები ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრას მოითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში