შეხვედრა ფერმერებთან

30 იანვარი 2024, 14:05 400 ნახვა

ქობულეთში საქართველოს სათემო კავშირის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ადგილობრივ ფერმერებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად. იმსჯელეს ორგანიზაციის განვითარებისა და გაფართოების გზებზე.

აღინიშნა, რომ სათემო კავშირის დახმარებით, მოქალაქეები ისეთი პროექტების განხორციელებას შეძლებენ, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, ასევე აგრარული სექტორის, ფერმერული მეურნეობებისა და მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ცხოველთა საკვების შექმნისა და ახალი კოოპერატივების ამოქმედებაზე იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში