ხელვაჩაურის მერია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 21 პროგრამას განახორციელებს

31 იანვარი 2024, 11:20 1316 ნახვა

ხელვაჩაურის მერია წელს არსებულთან ერთად სამ ახალ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას იწყებს. მათ შორის საპილოტე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის რეგულარული და პროფესიული ასისტენტების აყვანის პროგრამა, რომელიც 5 ბენეფიციარზეა გათვლილი.

წელს პირველად მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ასევე სამ და ოთხშვილიანი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების  პროგრამა.  

ოჯახებს, რომელთა სოციალური ქულაც ნულიდან 70 ათასამდეა  და ჰყავთ სამი და მეტი შვილი მერია ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს. სამშვილიან ოჯახს გადაეცემა 800 ლარი, ხოლო ოთხშვილიანს 1000 ლარი.

ხელვაჩაურის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური 2024 წელს ჯამში 21 პროგრამას განხორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტით 3 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში