ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია უტარდება

01 თებერვალი 2024, 20:33 440 ნახვა

ხულო-თაგოს დამაკავშირებელ საბაგიროს რეაბილიტაცია უტარდება. გეგმიური შემოწმებისას დადგინდა ტექნიკური დეტალის, გორგოლაჭის დაზიანება, ასევე აუცილებელი გახდა ბაგირის დამოკლებაც. აიპი ხულოს ბაგირგზაში განმარტავენ რომ ტენდერი უკვე შედგა და ბაგირს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, რისთვისაც 39 ათასი ლარია გამოყოფილი.

ადმინისტრაციაში განაცხადეს ისიც რომ სოფელ თაგოს აქვს ალტერნატიული საავტომობილო გზა, შესაბამისად გადაადგილება შეფერხებული არ არის. ბაგირგზამ მუშაობა დაახლოებით ერთ კვირაში უნდა განაახლოს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში