ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

05 თებერვალი 2024, 10:23 429 ნახვა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩილეს ხელისუფლებამ დაზარალებულ რაიონებში კომენდანტის საათი დააწესა.

ხანძრის შედეგად დაზიანებულია 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დამწვარია 8 000 ჰექტარზე მეტი ფართობი. მეხანძრეები სამხედროებთან ერთად, ხანძრის ათობით კერას ებრძვიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში