სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა

07 თებერვალი 2024, 11:08 458 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრომ სამი სკოლის სამშენებლო პროექტზე კონკურსი გამოაცხადა.  

ახალი სკოლების  მშენებლობა ბობოყვათში, ახალშენსა და ღორჯომში იგეგმება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტები შენობების ექსპერტიზის შედეგად ავარიულობის გათვალისწინებით შემუშავდა. მისი ბიუჯეტი საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შემდეგ დაზუსტდება.

დაგეგმილია ბობოყვათში სასწავლო კორპუსის, ახალშენში კი ორი მიშენებული ფლიგელის  დემონტაჟი და 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი ნაგებობის მშენებლობა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში კი სკოლის ახალი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვალისწინებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში