სტიქია შუახევში

07 თებერვალი 2024, 18:14 330 ნახვა

საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს შუახევშიც. თოვლისა და ძლიერი წვიმის გამო დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური გზები. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკა, ადამიანური რესურსი. საფრთხის შემცველი მეწყრული კერებიდან სულ 26 ოჯახი გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მუნიციპალიტეტში მოქმედებს საგანგებო შტაბი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში