შშმ პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა

10 თებერვალი 2024, 12:08 359 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების  ბრალდებით დაკავებული კაცის  მიმართ აღკვეთი ღონისძიების  საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

უმძიმეს დანაშაულს  გამოძიება 80 წლის კაცს ედავება.

მას ბრალი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაული სამართალდამცავებმა  ბრალდებული 7 თებერვალს ქობულეთში დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში