14 წელს მიუღწეველი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 თებერვალი 2024, 17:24 479 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. 

"გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში