NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე შეხვდა

23 თებერვალი 2024, 20:08 317 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს.

განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები. საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. 

აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება  ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში