12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ რეკომენდაციის შესრულების გეგმა წარადგინა

27 თებერვალი 2024, 10:08 343 ნახვა

როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით შეიმუშავა ხედვა თუ როგორ უნდა შესრულდეს 9 რეკომენდაცია.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კონპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად არიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში