კირბაიას მკვლელობაში ბრალდებული პირი ზუგდიდში დააკავეს

29 თებერვალი 2024, 20:25 375 ნახვა

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ზუგდიდში დააკავეს. დავით კვეკვესკირი უმცროსი ლეიტენანტია, რომელმაც, თავის 2 კოლეგასთან ერთად, 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს მოქალაქე სცემა, რის შედეგადაც თემურ კარბაია საავადმყოფოში გარდაიცვალა.მოგვიანებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა, 2 მათგანი დააკავა, დავით კვეკვესკირი კი მიიმალა. არსებული ინფორმაციით, კვეკვესკირი ზუგდიდში იმალებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დავით კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავა, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში