სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს ხვდება

05 მარტი 2024, 14:50 258 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. მანამდე კი, ორბელიანების სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი.

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან, ასევე გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში