ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ბათუმმა" ეროვნული ჩემპიონატის 2024 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო

09 მარტი 2024, 20:34 426 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ბათუმმა" ეროვნული ჩემპიონატის 2024 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. გელა კიკალიშვილის გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. კაწია მალიშევას წაქცევისთვის სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად, დარინა სელიმბამ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ნახევრის 81-ე წუთზე კი ბათუმლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. თათია შაინიძის გამოზომილი გადაცემით გოლი თამარ სალუქვაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითა მოახერხეს. 89-ე წუთზე გატანილი გოლით თავი, ანი დავითულიანმა გამოიჩინა.

მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 13 მარტს სტუმრად „ნორჩი დინამოს“ წინააღამდეგ ჩაატარებს, ხოლო ხობის „კოლხეთი“ ამავე დღეს გასვლაზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტს „ელიტას“ დაუპირისპირდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში