ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

13 მარტი 2024, 11:11 260 ნახვა

საკადრო ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროში.  მიხეილ სარჯველაძის  მინისტრად  დანიშვნის შემდეგ   მოადგილეების თანამდებობები დატოვეს  ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ.  ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ  კი ისევ თამარ გაბუნია დაინიშნა,  ვინ იქნებიან მიხეილ სარჯველაძის სხვა მოადგილეები, ჯერჯერობით უცნობია. 

სარჯველაძემ მინისტრის პორტფელი 2 დღის წინ ჩაიბარა, ის არის მეორე კანონმდებელი, რომელმაც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში პარლამენტიდან გადაინაცვლა. ამ პოსტზე მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.  

პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში