ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

13 მარტი 2024, 13:34 471 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს საგურამოში დაიწყებს. 
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული პლეი ოფისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. 

აღსანიშნავია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უბრუნდება ჯაბა კანკავა. შეგახსენებთ,რომ 37 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების სახელით ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს საბერძნეთთან ითამაშა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებული ისტორიული  მატჩისთვის ეროვნული ჩემპიონატიდან მხოლოდ სამ ფეხბურთელს უხმო. „დინამო“ ბათუმიდან  გიორგი წიტაიშვილსა და ვლადიმერ მამუჩაშვილს, ხოლო  „დინამო“ თბილისიდან გიორგი ლორიას.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია: 

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა) 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია).

საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში