უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნას, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

16 მარტი 2024, 12:22 361 ნახვა

უკრაინაში ნატოს ჯარისკაცების გაგზავნას, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვეს, - ამის შესახებ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

„არ მიმაჩნია, რომ ნატო უკრაინაში უნდა შევიდეს. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. რუსეთთან ომში შესვლა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს“, - აღნიშნა ტაიანიმ.

 

მისივე თქმით, იტალია თავის სამხედროებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად არ გაგზავნის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში