ფინეთში, სპეციალური ნებართვის გარეშე, რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა

16 მარტი 2024, 12:59 380 ნახვა

ფინეთში, დღეიდან, სპეციალური ნებართვის გარეშე, რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით, ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ Რუსეთის ფედერაციაში, თუმცა, უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში.

მედიის ცნობით, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსული ნომრით მანქანების შესვლა. აკრძალვები, ასევე, შემოიღეს პოლონეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში