საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა

19 მარტი 2024, 11:52 328 ნახვა

დასრულდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააცილა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ნატო- საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის მე-4 ვიზიტი საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში