ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

29 მარტი 2024, 14:56 467 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები დაამტკიცეს, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე.  ძირითადად  თანხები  შიდა გზების მოწესრიგებას მოხმარდება. ასევე განათდება გზის სავალი ნაწილი.    

ოპოზიციამ თანხების მიზნობრიობის არგუმენტით პროექტს მხარი არ დაუჭირა. ამბობენ, რომ ამ ნაწილში   ფართო განხილვა არ ყოფილა.

ოპოზიციონერ კოლეგებს არ ეთანხმებიან უმრავლესობაში.

''ქართული ოცნების'' დეპუტატები ამბობენ, რომ ყველა სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრისა და კრების ჩატარების ოქმები არსებობს და, რომ  ოქმებშივე გაწერილია, რა სურთ სოფელში მცხოვრებთა უმრავლესობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში