ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

31 მარტი 2024, 12:05 255 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ - მხარეებმა ქვეყნის მთავარ კლინიკაში არსებული კრიზისი განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილების გამო, კლინიკიდან წასული მედპერსონალის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანის დაბრუნება შესაძლებელია.

შეხვედრაზე მედიკოსებმა ასევე "დიარჯის" პროგრამის დანერგვისგან გამოწვეული პრობლემები განიხილეს და ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდეს, რომ დეტალურად გამოიკვლიოს არსებული რისკები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში