საბავშვო ბაღებს ავტორიზაციამდე საქმიანობის უფლება მიეცათ

01 აპრილი 2024, 14:15 413 ნახვა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმ ბაღების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებმაც  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეს და საქმიანობის უფლება განრიგით გათვალისწინებული ავტორიზაციის გავლამდეც აქვთ.  მათ შორისაა ბათუმის 36-ივე  საჯარო და ასევე  კერძო ბაღები.

როგორც ბათუმის   ბაღების გაერთიანებაში  განაცხადეს,  სანამ ავტორიზაცია დაიწყება    ყველა ბაღის ადმინისტრაციამ  სპეციალური  თვითშეფასების  კითხვარი შეავსო, სადაც  ბაღის  როგორც  დადებითი მხარეები, ასევე  გამოსასწორებელი  საკითხები და საჭიროებებია  აღწერილი.

ბაღების  ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025 წელს უნდა დაიწყოს და  სააღმზრდელო დაწესებულებებს   ავტორიზაციისთვის   ვადა  2030  წლამდე ექნებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში