ამორტიზებული საავტომობილო გზა ხუცუბანში - ენმ-ის ბრიფინგი

01 აპრილი 2024, 14:04 379 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქობულეთში სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, გზის საფარი მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებამ და ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ მწყობრიდან გამოიყვანა. აღნიშნული გზა ქალაქთან 5 სოფელს აკავშირებს. 

ლაშა კომახიძე პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელმაც თავის დროზე მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა გასცა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება თავად კომპანიის ვალდებულებაა. 

ინერტული მასალის ტრანსპორტირებას  შპს "მაინ გრუპს"  ახორციელებს, რომლის წარმომადგენელიც ამბობს, რომ  მდინარიდან ინერტული მასალის ამოღება 2023 წლის ნოემბერში დაასრულა. რაც შეეხება დაზიანებული გზის მონაკვეთს, ამბობს, რომ 20 სამუშაო დღეში სრულად დასრულდება გზის დაგება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში