გარემოსდამცველებმა მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

02 აპრილი 2024, 13:16 308 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მდინარე რიონზე, გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 32 კილოგრამი თევზი.

თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით თევზი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-4 ნაწილით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში