სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

06 აპრილი 2024, 16:31 311 ნახვა

სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ, უცხოური მედია წერს.

„ირანი პასუხს გასცემს საჭირო დროს, საჭირო მომზადების შემდეგ, რათა მტერს მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოჰამად ბაღერიმ.

 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი საპასუხო შეტევისთვის ემზადება, რაც გულისხმობს თავდასხმას დრონებისა და საკრუიზო რაკეტების გამოყენებით.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, დამასკოში, ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც 13-ი ადამიანი, მათ შორის, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 7 წევრი და 2 გენერალი დაიღუპა.

ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში