რუსეთში კაშხლის ნაწილობრივ დაზიანებას მსხვერპლი მოჰყვა

06 აპრილი 2024, 20:17 302 ნახვა

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის ნაწილობრივ დაზიანებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხედრები სასწრაფო დახმარების სამსახურმა იპოვა. ძირითადად დატბორილია ქალაქის ძველი ნაწილი, სადაც კერძო სახლებია განლაგებული. ამ დროისთვის ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 210 ბავშვი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით 2400-ზე მეტი საცხოვრებელი და 3000-ზე მეტი სამეურნეო შენობა დაიტბორა. მიმდინარეობს კაშხლის გამაგრების სამუშაოები

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში