თბილისში, "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე - შსს

07 აპრილი 2024, 13:16 340 ნახვა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, - ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ, სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

 

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში