პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე 14 პირი დააკავეს

16 აპრილი 2024, 10:13 230 ნახვა

პარლამენტთან  საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.  ასობით ადამიანი ისევ აპირებს კანონპროექტის ინიციატორებს გააგონონ ხმა, რომ გამჭვირვალობის შესახებ  კანონპროექტის მიღება ქვეყნისთვის საზიანოა, ხოლო უცხოური  ინტერესების გამტარებლის სტატუსი რეპუტაციის შემლახავი.

დღეს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან ისევ ორი აქციაა დაანონსებული. აქვე გეტყვით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ გუშინ აქციის 14 მონაწილე  დააკავა. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ ბრალი. დაშავებულია ერთი პოლიციელიც.   

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორებში არიან, სავარაუდოდ სასამართლო პროცესები დღეს ან ხვალ ჩატარდება. დაკავებულების ინტერესებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები უფასოდ იცავენ.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში