აქციაზე 11 პირი დააკავეს

17 აპრილი 2024, 11:10 212 ნახვა

აქციაზე დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ დასჭირდა, თუმცა ვრცელდება კადრები, რომლებშიც ასახულია, როგორ უსწორდება სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად. რამდენიმე დაშავებულს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე, რომლებიც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყვნენ გადაყვანილი, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც „ბოკერიას სახელობის კლინიკაში“ შეიყვანეს, ისინი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში, ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩებიან. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.  

დაშავდნენ ონლაინ გამომცემლობა: “პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში