სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს

17 აპრილი 2024, 20:40 324 ნახვა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები იმყოფებოდნენ. დღეს ასევე გავრცელდა პრეზიდენტის ინტერვიუ ბიბისისთან, სადაც მან ღიად თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს,რადგან ეს კანონი მიუღებელია ქართველი ხალხისთვის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში