რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი 2024, 13:51 232 ნახვა

ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ის რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა და ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ. აღნიშნა, რომ მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და სწორედ ეს სიმტკიცე მიიყვანს მათ არჩევნებზე.

დაამატა, რომ შარშან უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის ფონზე ვერ მიიღე, ევროკავშირმა კი ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველო ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში