„ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“ - გამოფენა კრაკოვში

19 აპრილი 2024, 10:44 357 ნახვა

„ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“ გამოფენა ამ სახელწოდებით კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. მასში 14 ქართული მუზეუმი მონაწილეობს როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.

გამოფენაზე წარადგინეს ორენოვანი - ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“ და მომღერალი ნინო ნაყეური.

გამოფენა 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში