ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ტარიფებს ამცირებს

20 აპრილი 2024, 11:15 363 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ტარიფებს ამცირებს - აღნიშნული შესახებ ნათქვამია „ბი აი სი თი“-ს განცხადებაში. კერძოდ, კონტეინერის დაცლის ტარიფი თითოეულ მანქანაზე 60 დოლარიდან 40 დოლარამდე, ხოლო მანქანის პარკირების ტარიფი 30 დოლარიდან 10 დოლარამდე შემცირდა. ცვლილების მიზეზად ავტომობილების ბიზნესის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევები სახელდება.

ავტოიმპორტიორების თქმით, ბაზარზე მეორადი ავტომობილების სიჭარბეა, გასაყიდი ფასი კი 15-20%-ით არის შემცირებული. არსებული გამოწვევების ფონზე ბოლო რამდენიმე თვეა შემცირდა ავტომობილის იმპორტიც.

მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ სიჭარბეზე საუბრობენ ავტოიმპორტიორთა ასოციაციაშიც. განმარტავენ, რომ  ბაზარზე არსებული გამოწვევების ფონზე ავტომობილების გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც  ხდება.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 258 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 36%-იანი კლება იყო. იმპორტის კლების პარალელურად 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეექსპორტის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში