გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2024, 14:47 254 ნახვა

გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან - ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი, აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები, - ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, ის ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ევროპელი კოლეგების მიმართ, არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ.

„გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. კითხვა მინდა დავსვა, არის თუ არა მოსაწონი, როცა ეს ცნობილი დიდი „ენჯეოები“ იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან? ამის თაობაზე მე როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს. მე ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას. არაერთხელ მითქვამს მათთვის პირდაპირ, არ მომწონს, არ მოგვწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს. ცუდ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ.

 

ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული და ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“ და სხვა, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა და ქაოსი; ეს მიუღებელია. თუ ეს ფული ხმარდება კეთილ საქმეებს და ამის მაგალითები არსებობს და რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც შშმ პირების უფლებებს იცავენ, მე მათზე საუბარი არ მაქვს. მაგრამ შენიღბულები რომ არიან ორგანიზაციები აქტიურად დე ფაქტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სატელიტები, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ისინი ახდენენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობოების, ეს არის პრობლემა და ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების ურთიერთობას აზიანებენ.

 

დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, პროტესტი და მთავრობა, ხელისუფლება ამ ადამიანების უფლებას იცავს და დაიცავს მომავალშიც. თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესი და შედეგი ვინ არის ეს ძალა? - ეს არის „ქართული ოცნება“. ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე ქვეყანაში? მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში. აუცილებელია ჩვენს ევროპულ კოლეგებთან დიალოგი. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეს“, - აღნიშნა ღრიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში