აქცია ბათუმში - ცენტრალურ პარკში ქალები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ

20 აპრილი 2024, 17:34 273 ნახვა

"ევროპა ჩვენი ქვეყნის მომავალია", "ბათუმის არა რუსულ კანონს", - ამ მოწოდებებითა და პლაკატებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში, მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. 

აქციაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროტესტს შეუერთდნენ დედები, შვილებთან ერთად.

აქციის მონაწილეები, ევროპის მოედნისკენ მსვლელობას გეგმავენ.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, მმართველი გუნდის მიერ, "უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირველობის კანონპროექტის" საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევაა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში