ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო

21 აპრილი 2024, 10:01 313 ნახვა

სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.

„პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, ქვეყანაში, ამ კუთხით, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ, ჯამურად, 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომლებიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი