უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში

21 აპრილი 2024, 15:05 277 ნახვა

უცხოელი ჟურნალისტების მედიატური აჭარაში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები გაეცნენ.

ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-მდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი