წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს - მამუკა მდინარაძე

24 აპრილი 2024, 13:27 242 ნახვა

სანქციები კი არა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდება და ეწირება ამ იდეას, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მარაზმია ევროპარლამენტის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბარი.

„საქართველოსთვის, გაჭვირვალობისთვის რომ არის სწორი, ჩვენ რომ ასეთი აზრი გაგვაჩნია, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვინმემ და სანქციები ახსენოს, მარაზმია. ევროპარლამენტარებმა იკადრეს, რომ სანქციები შეიძლება, დაუშვას ევროპამ კანონშემოქმედებისთვის. ვიღაცას მიაჩნია, კანონი რუსულია და შეშინებულია. 29-ში მოდის ხალხი, ვინც ეროვნულ პოლიტიკას მხარს უჭერს, მამული, ენა, სარწმუნოება მისთვის მთავარია. „ქართული ოცნების“ წევრები ვიქნებით იმის გარანტი, რომ კაციშვილმა საყვედურიც კი ვერ უთხრას იმ ადამიანებს, ვისაც წამოსვლა არ უნდა. არც ერთი ასეთი ადამიანი არ მოვიდეს"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით,  დღემდე ერთი არგუმენტიც არ არსებობს თუ რატომ შეიძლება ცუდი იყოს გამჭვირვალობა.

„იცით რომ, საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროპელმა წარმომადგენელმა, ევროდირექტივას, რომელიც ევროპარლამენტში დაინიცირდა უცხოური ძალის წარმომადგენლეობასთან დაკავშირებით პრორუსული ინიციატივა უწოდა?! რაც არ მოსწონთ ყველაფერ ეძახიან პრორუსულს. ანუ, პრორუსული საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა, ქართულ კანონს კი არა, ევროდირექტივას უწოდა პრორუსული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში