აჭარაში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები

24 აპრილი 2024, 18:08 280 ნახვა

აჭარის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც   აჭარის მთავრობის წევრებმა სხდომაზე განიხილეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მომავალ თვეში ოცნების ქალაქში მცხოვრები 582 ოჯახი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს, ასევე  შესწავლა - შეფასების ეტაპზეა  ტენდერი,  რომლის ფარგლებშიც იგეგმება  ბათუმში საცურაო აუზის და ყინულის არენის მშენებლობა. 

აჭარის მთავრობის  თავმჯდომარემ ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შუამთობის დღესასწაულისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება სამუშაოების კუთხით.

სხდომაზე საუბარი იყო ეკომიგრანტებისთვის გათვალისწინებულ პროგრამასა და მოახლოებულ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ასევე განიხილეს  მუნიციპალიტეტებში კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ საკითხები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში