თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - შსს

28 აპრილი 2024, 23:33 255 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, - შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან და დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, - აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.

 

მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

 

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს", - აღნიშნულია შსს-ს განცახადებაში.

 

მანამდე, უწყებამ, კიდევ ერთი, განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, გააფრთხილა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები, რომ კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მხრიდან, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში