დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე

29 აპრილი 2024, 11:30 272 ნახვა

დამოუკიდებელი აუდიტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნის თანახმად, ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს მაუწყებლის ფინანსურ მდგომარეობას 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულად ნაკადებს მოცემული თარიღით დასრულებული წლისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად.

დასკვნაში საუბარია ანგარიში 2023 წლის შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის შედეგებზე.

"შემოწმდა კომპანიის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული შესყიდვების დაახლოებით 80%. შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ კომპანიის მიერ საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელებული შესყიდვები არ შეიცავს მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტებს"- აღნიშნულია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაში.

ანგარიში  შეფასებულია 2023 წლის საგადასახადო ანგარიშგების ანალიზის შედეგებიც.

აღნიშულია, რომ 2023 წელს წარდგენილი მოგების გადასახადის,  გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების, დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების, ასევე, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის სისწორის შემოწმებით საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ფაქტები არ ფიქსირდება.

აუდიტორული შემოწმება ჩაატარა  საერთაშორისო  აუდიტორულმა  კომპანიამ “MOORE abc”, რომელიც წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის “Moore Global Network Limited“- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში