ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

29 აპრილი 2024, 12:02 215 ნახვა

ხმაური, ურთიერთბრალდებები და კამათი. ვითარება დაძაბულია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მუხლობრივად  უნდა  განიხილონ    „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით.  

თუმცა შეიძლება ითქვას,  რომ სხდომა  ბევრი  ოპოზიციონერი ლიდერის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პირველები, ვინც კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვეს, გახარიას პარტიის დეპუტატები იყვნენ, შემდეგ კი ცალკეული დეპუტატი კომიტეტის  ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა გააძევა დარბაზიდან, რადგან მიიჩნია,  რომ ისინი კითხვებს სვამდნენ, რომლებიც არ ეხებოდა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. სხდომაზე   სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა  შესთავაზა  მმართველ გუნდს, რომ საკითხის განხილვა  გადადებულიყო, რაც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა  არ დააკმაყოფილა, ამიტომ პირდაპირ მუხლობრივი განხილვა დაიწყო.  

რამდენჯერმე გააწყვეტინეს  გიორგი ვაშაძეს  სიტყვით გამოსვლა და კითხვის დასმა, ასე იყო სხვა დეპუტატების შემთხვევაში,  რომლებსაც თითქმის ბოლომდე არც ერთი კითხვა არ დაუსვამს,   მათ  გაფრთხილების შემდეგ ანრი ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავდა.

სხდომა დაატოვებინეს გიორგი ვაშაძესაც, რომელიც  ითხოვდა პასუხს   შეკითხვაზე, რატომ ემთხვევა  ქართული ვერსიის   საქმიანობის სფერო და მიზანი რუსულ და უნგრულ რეგულაციებს, რაზეც ქართული ოცნების დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა,    რომ კანონპროექტი არ არის რუსულის ანალოგი.  

თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი და ბოლოს სალომე სამადაშვილი - დეპუტატები, რომლებიც კომიტეტს მიღმა აღმოჩნდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება  მოხდა მამუკა მდინარაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორისაც.  დეპუტატების დარბაზიდან გაძევების დროს კი ლაივ სტრიმი ითიშებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში