ავარია ქობულეთში - დაშავდა ორი ადამიანი

29 აპრილი 2024, 14:01 756 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთში ჩოლოქი-ნატანების დამაკავშირებელ  საავტომობილო გზაზე. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი ქობულეთის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ქობულეთის სანდასუფთავების ნაგვის შემკრები მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, ავტოავარიის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი