ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელთან, ფერნანდო გიმარეშთან

29 აპრილი 2024, 21:09 203 ნახვა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელთან, ფერნანდო გიმარეშთან. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკომისიის სხვადასხვა სტრუქტურების ჩართულობა რეფორმების გატარების მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიერ შესრულებულ სამუშაოს.ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დადებითად შეფასდა თებერვალში ჩატარებული ასოცირების საბჭო, რომელზეც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც კანდიდატი ქვეყანა.

აღინიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზადყოფნა ამ გზაზე შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მუშაობის დინამიკა და და დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში