ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

30 აპრილი 2024, 14:45 234 ნახვა

ხელვაჩაურის მერიის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს დღეს საკრებულოს სხდომაზე. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლების ნაწილი 84-ი, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 83 პროცენტით შესრულდა. მომხსენებელი ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, რომელიც აცხადებს, რომ გამოცხადებულია ტენდერები ასევე ყველა დაგეგმილ სამუშაოზე. საკრებულოს წევრებმა მერიის საქმიანობა მოიწონეს. სხდომაზე სულ ორი საკითხი განიხილეს, მათ შორის სარფში მერიის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართების საიჯარო ფასი. ერთი კვადრატული მეტრის საწყისი ღირებულება 310 ლარი იქნება. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და გუშინდელ „საერთო სახალხო“ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს .

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში