ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

04 მაისი 2024, 13:02 247 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლუკ დრესეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სსფ-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.

"შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს, ეკონომიკური ზრდის ფაქტორების, ფინანსური ბაზრების განვითარებისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თაობაზე. ასევე, შეაფასეს არსებული გეოპოლიტიკური რისკები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში