ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

04 მაისი 2024, 18:26 234 ნახვა

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 56 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 70-ზე მეტი.

სტიქია ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონს დაატყდა თავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 497 ქალაქს მიაყენა ზიანი. დანგრეულია გზები და ხიდები. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. ერთ-ერთ ქალაქში ელექტროსადგურის კაშხალი გაირღვა.

დატბორილია რია გრანდე დუ სოლის შტატის დედაქალაქი პორტო ალეგრეც. გაურკვეველი ვადით შეჩერებულია აეროპორტის მუშაობა.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. სინოპტიკოსები რეგიონში წვიმას, ისევ პროგნოზირებენ, რის გამოც ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ ის დასახლებები, რომლებიც სახიფათო ზონებში მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში