“ოცნების ქალაქის” მიმდებარედ ხე წაიქცა, რომელიც მოძრავ ავტომობილს და სატვირთოს დაეცა

06 მაისი 2024, 10:46 515 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქის მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე, ევკალიპტის ხე წაიქცა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხე მოძრავ მსუბუქ ავტომობილსა და გაჩერებულ სატვირთოს დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მსუბუქი ავტომობილი უკვე გატანილია ტერიტორიიდან, მომხდარის გამო, დაზიანდა გაჩერებული სატვირთო ავტომობილიც.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა, რის გამოც, დროებით ჩაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობაც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში