შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თვის განმავლობაში წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება - ბათუმის მერია

08 მაისი 2024, 21:55 292 ნახვა

ბათუმში, შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თვის განმავლობაში წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვის გამო, იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი, რომლებიც აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობენ, დროებით შეიცვლება.

"შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. შეზღუდვა შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.

 

შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსი #1, შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს ბაქოსა და ნონეშვილის ქუჩების გავლით. # 1ა ავტობუსი მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს გოგოლის, ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით. #8 და #4 ავტობუსები უკუმიმართულებისას მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებით. #15 ავტობუსი შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.

 

ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას, შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში