79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან | ქობულეთი

09 მაისი 2024, 14:04 265 ნახვა

მე-2 მსოფლიო ომში 1400-ადამიანზე მეტი დაიღუპა ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, სადაც  გამარჯვების დღე აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა და ომში დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრებმა დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

დღესვე ქობულეთის მუზეუმს  საჯაროდ ფრონტის წინა ხაზზე დაღუპული და უგზო-უკლოდ დაკარგული 20 წლის ქობულეთელი გმირის ასლან კაიკაციშვილის პირადი წერილები და მიმოწერები გადაეცა, რომელსაც ის ფრონტიდან დედას უგზავნიდა. 

ასლან კაიკაციშვილი, უკრაინაში, ხარკოვის მისადგომებთან დაიღუპა, იგი უკრაინაშია დაკრძალული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში